ძვირფასო მშობლებო! 2012-2013 სასწავლო წლისათვის დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია I-XII კლასებში

”ახალი ქართული გიმნაზია” – გზა წარმატებული მომავლისაკენ! www.ngg.ge განათლების მაღალი ხარისხი, ინტელექტუალური გარემო, ეფექტური სასწავლო პროგრამები, მათემატიკისა და ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება. “ახალი ქართული გიმნაზია”, ეს არის სკოლა, სადაც მოსწავლე შეძლებს ჰარმონიულ და ეფექტურ გარემოში, გამოავლინოს და

25.03.2012 რასიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

ახალი ქართული გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეთათვის 21 მარტს, რასიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად,  სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, ჩატარდა ლექცის-სემინარი: “რასიზმნთან ბრძოლის ისტორია და თანამედროვე დამოკიდებულებები”. სემინარში მონაწილეობა მიიღო კავშირი “მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის” წარმომადგენელმა

21.03.2012 ღია გაკვეთილი რუსულ ენასა და ლიტერატურაში

რუსული ენის მასწავლებლის ქრისტინა აპრეევას თაოსნობით გიმნაზიის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ჩატარდა ღია გაკვეთილი – “პუშკინის ცხოვრება და მოღვაწეობა”. მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებული პრეზენტაციები.

18.03.2012 ფიზიკის გაკვეთილი მასწავლებელთა სახლში

ფიზიკის მასწავლებლის მაია ხარებავას ინიციატივითა და მასწავლებელთა სახლის ადმინისტრაციის მიწვევით, ახალი ქართული გიმნაზიის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ფიზიკის გაკვეთილს. გაკვეთილის პროცესში ჩატარდა სადემონსტრაციო ცდები, რომელმაც მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა.

16.03.2012 გასვლითი გაკვეთილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

ახალი ქართული გიმნაზიის ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელმა ლია კომლაძემ გიმნაზიის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეთათვის ჩაატარა გასვლითი გაკვეთილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. აქ მოსწავლეები გაეცვნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს.

05.03.2012 ინგლისური ენის კონკურსი “ლინგვა”

“ახალი ქართული გიმნაზიის” მე-6 კლასის მოსწავლემ ვაჟა კალანდიამ, მე-7 კლასის მოსწავლემ – ბექა გაგუამ  და მე-8 კლასის მოსწავლემ ლელა გაგუამ მონაწილეობა მიიღეს ევროპული ენების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურში “ლინგვა”. შედეგები მოგვიანებით გახდება

04.02.2012 კონკურსი “ოკუპაციის 200 წელი”

“ახალი ქართული გიმნაზიის” მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეთა ინტელექტუალურმა ჯგუფმა “დიანეტიკამ” მონაწილეობა მიიღო შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ საქალაქო კონკურსში “ოკუპაციის 200 წელი”. მოსწავლეემბა წარმატებით გადალახეს პირველი  ტუ7რი და მეორე ტურის ფინალისტები

20.01.2012 შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

“ახალქართულ გიმნაზიაში” შიდსთან ბრძოილის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბიოლოგიის მასწავლებლის – მაია ურუშაძის ინიციატივით ჩატარდა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეების კონფერენცია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები და პრეზენტაციები. კონფერენციის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები.

23.12.2011 წ. – საშობაო კარნავალი

საშობაო არდადეგების დაწყების წინ გიმნაზიის ყველა კლასმა თავისებურად აღნიშნა შობა-ახალი წელის მოახლოება. კლასებში ჩატარდა საახალწლო ღონისძიებების პრეზენტაციები, სადაც თოვლის პაპაც იყო მოწვეული.

16.12.2011 წ. – გამოფენა-კონკურსი “თოჯინები იცინიან”

აღმზრდელობითი კათედრის ინიციატივით გიმნაზიის დაწყებით კლასებში ცატარდა გამოფენა-კონკურსი: “თოჯინები იცინიან”. კონკურსის ფარგლებში კლასის დამრიგებლებმა თავიანთ სადამრიგებლო კლასებში კლასის საათებზე გააკეთეს ზღაპრის გმირების ხელნაკეთი თოჯინები.