2020-2021 სასწავლო წლის სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა

ეფუძნება „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილებით დამტკიცებულ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს.

თავი I. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება და სწავლა-სწავლების მიზნები და საგანმანათლებლო პრინციპები

I.1. ზოგადი განათლების საფეხურები და მისია საფეხურების მიხედვით;

2020-2021 სასწავლო წელს სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე – I-XII  და რუსულ ენაზე – I-IX კლასებში.

სრული ზოგადი განათლება მოიცავს სამ საფეხურს და გულისხმობს თორმეტწლიან სწავლებას.

სრული ზოგადი განათლების საფეხურებია:

  • დაწყებითი – I-VI კლასები – სწავლის ამ ეტაპზე სკოლა ხელს შეუწყბოს საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას, ისეთი საბაზისო უნარების განვითარებას, როგორიცაა წიგნიერება და რაოდენობრივი წიგნიერება, სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
  • საბაზო – VII-IX  კლასები – სწავლის ამ ეტაპზე სკოლა დაეხმარება მოსწავლეს სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებაში, მოახდენს მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენას, დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარებას, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობას.
  • საშუალო – X-XII კლასები – სწავლა-სწავლების ამ ეტაპზე სკოლა დაეხმარება მოსწავლეს, რათა მან საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით მოახდინოს სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ხელს შეუწყობს მას მოაზროვნე, მაძიებელ, ახლის შემოქმედ, წიგნიერ, ინფორმირებულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქიედ ჩამოყალიბებას, შეძლებს გამოუმუშავოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და საკუთარი მიღწევების გამოყენების შესაძლებლობები.

I.2. სწავლა-სწავლების მიზნები, საგანმანათლებლო პრინციპები და მეთოდური ორიენტირები

სკოლაში სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს ისეთი გამჭოლი უნარები და ღირებულებები, როგორიცაა პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა, დროსა და სივრცეში ორიენტირება, კვლევა, ეთიკა, სწავლის სწავლა (დამოუკიდებლად საქმიანობა), პასუხისმგებლობა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, წიგნიერება.

სკოლაში პრიორიტეტულია საერთო კულტურის ჩამოყალიბებისათვის ზრუნვა, ამიტომ სასკოლო საზოგადოების ძირითადი პრიორიტეტები იქნება:

ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

ბ) გარემოს დაცვა;

გ) ჯანსაღი ცხოვრება;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოება;

ე) კონფლიქტების მართვა;

ვ) ფინანსური წიგნიერება;

ზ) კულტურული მრავალფეროვნება;

თ) ადამიანის უფლებები.

2020-2021 სასწავლო წელს სკოლა უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა უსაფრთხოებას, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი უსაფრთხო ყოფნა სკოლაში. ამ მიზნით სისტემატიურად მოახდენს შენობის, დერეფნების, საკლასო ოთახებისა და სველი წერტილების სანიტარულ დამუშავებას და უზრნველყოფს იმ ნორმებისა და წესების უზრუნველყოფას, რომელიც დადგენილია შესაბამისი ორგანოების მიერ.

სკოლა სწავლა-სწავლების პროცესში უზრუნველყოფს მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს, დაიცავს თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, უზრუნველყოფს მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას, ხელს შეუწყოფს სიღრმისეულ სწავლებას, კერძოდ, საგნის მასწავლებლები მრავალმხრივ სასწავლო მასალას მოსწავლეებს მიაწვდიან  ეტაპობრივად,  ახალ საკითხებს და ცნებებს განიხილავენ საფუძვლიანად და მრავალფეროვან კონტექსტებში, მოახდენენ საგანთაშორის კავშირს. აღნიშნულის მისაღწევად მასწავლებლები რეგულარულად, საგაკვეთილო პროცესში და სკოლის გარეთ დაგეგმილ-განხორციელებულ აქტივობების საშუალებით,  იმუშავებენ მოსწავლთა მოტივაციის გაზრდაზე. აღნიშნული აისახება სასკოლო სასწავლო გეგმის მხარდამჭერ აქტივობებსა და საგნის მასწავლებლების სამუშაო გეგმებში.

გარდა ზემოაღნიშნულისა სკოლა მშვიდი და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით,  სასწავლო წლის განმავლობაში უზრუნმველყოფს სასკოლო დისციპლინის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას, რაც მოსწავლეებს საკუთარი მოვალეობების გააზრებისა და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.

I.3. განათლების ენები და ენობრივი განათლება

  1. ენა უნიკალურ როლს ასრულებს სასკოლო განათლებაში – იგი მთავარი იარაღია საგანთა შინაარსის შესამეცნებლად და ასათვისებლად. ამდენად, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა გულისხმობს ენობრივი განათლების ხელშეწყობას.
  2. განათლების ენები მოიცავს:

ა) სწავლა-სწავლების ენას, რომელზედაც მიმდინარეობს სასკოლო საგანთა სწავლა და სწავლება;

ბ) საგნის ენას, რომელზედაც მიმდინარეობს კონკრეტული საგნობრივი შინაარსის სწავლება. საგნის ენა არის სწავლა-სწავლების ენის სახესხვაობა, რომელიც ხასიათდება სპეციფიკური ენობრივი ნორმებით;

გ) ენას, როგორც საგანს, რომლის მიზანი ენის სწავლებაა.  ასეთ საგნებს წარმოადგენს ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, უცხოური ენები, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობათა ენები.

  1. სწავლა-სწავლების ენა და ცალკეულ საგანთა ენები ქმნიან აკადემიურ, წიგნიერ ენას, რომელიც ხასიათდება რთული გრამატიკული სტრუქტურებით, ტერმინებით თუ სპეციფიკური ლექსიკით, მეცნიერული ცნებებითა და ტექსტების ორგანიზების თავისებური ფორმებით.
  2. ცალკეული საგნის სწავლება გულისხმობს საგნის ენის გაგებისა და გამოყენების უნარების განვითარებასაც, ანუ სიტყვიერად მოწოდებული საგნობრივი საკითხების არსის გააზრებისა და გააზრებულ საკითხთა სიტყვიერად გადმოცემის უნარების ჩამოყალიბებას.
  3. საგნის ენის, როგორც შემეცნებითი ინსტრუმენტის, გამოყენების უნარი განაპირობებს საგნობრივ წიგნიერებას, სწავლა-სწავლების ენის გამოყენების უნარი კი – ზოგად წიგნიერებას.
  4. ზოგადი წიგნიერება არის კითხვის, წერის, ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანისა და გაზიარების უნარი.
  5. საგანთა სწავლებისას რეკომენდებულია როგორც ბეჭდური, ისე მულტიმედიური და მრავალგვარი ფორმის ელექტრონული ტექსტების გამოყენება. მათი დამუშავება, გააზრება-გამოყენება და შექმნა მოსწავლეებს განუვითარებს ციფრული წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების უნარებს.
  6. ციფრული წიგნიერება გულისხმობს ქსელური ძიების, მრავალგვარი ფორმის ელექტრონული ტექსტების შექმნისა და მათი ელექტრონული დამუშავების პროგრამების გამოყენების უნარს.
  7. მედიაწიგნიერება გულისხმობს მულტიმედიური ტექსტების (რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს) აღქმა-გააზრების, ინტერპრეტირების, გამოყენებისა და შექმნის უნარს, ასევე მედიასამყაროში ორიენტირების, სწორი არჩევანის გაკეთების (ინფორმაციის „გაფილტვრის“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარს.
  8. საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების ხანაში ციფრული და მედიაწიგნიერება ზოგადი წიგნიერების აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენს.
  9. ენობრივი განათლებისა და წიგნიერების დონის ასამაღლებლად აუცილებელია, განათლების ენათა ინტეგრირებული სწავლება, რაც გულისხმობს შემდეგს: ენა, როგორც შემეცნებისა და აზრის გამოხატვის ინსტრუმენტი, ყველა საგნის კონტექსტში უნდა იქცეს დაკვირვების ობიექტად, რათა მოსწავლემ მიზანმიმართულად და გაცნობიერებულად გამოიყენოს იგი; მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა საგნის კონტექსტში შეძენილი ენობრივი ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთთან დაკავშირებას. ეს გააფართოებს მოსწავლეთა ენობრივ ცნობიერებას და განავითარებს მათ შემეცნებით თუ ენობრივ უნარებს, რაც წარმატებული სწავლის საფუძველია.

I.4. ენობრივი განათლება არაქართულენოვან სექტორზე

  1. სკოლის პრიორიტეტია სახელმწიფო ენაზე წიგნური მეტყველების განვითარება, აქედან გამომდინარე, რადგან „ახალ ქართულ გიმნაზიის“ რუსულ სექტორზე სწავლობენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები, სკოლა მათ შესაძლებლობას აძლევს, ასაკის შესაბამისად მშობლიურ ენაზე დაეუფლონ წიგნურ მეტყველებას.
  2. დაწყებითი საფეხურის რუსული სექტორის I-VI კლასებში საგნებში რუსული ენა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება ძირითადი სწავლის ენას წარმოადგენს რუსული ენა, თუმცა მასწავლებლები საკომუნიკაციო უნარების განსავითარებლად დიდ ყურადღებას გაამახვილებენ ქართული ენის სწავლებაზე, ესთეტიკური ციკლის საგნებში: მუსიკა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და სპორტი. სწავლა-სწავლების პროცესში ხდება ორივე ენის თანაბარი დოზით  ინტეგრირება.
  3. რუსული სექტორის საბაზო საფეხურის VII-IX კლასებში სკოლა დიდ ყურადღებას დაუთმობს, ქართულის როგორც მეორე ენის ხარისხიან შესწავლას და მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას, ყურადღება დაეთმობა ქართული, როგორც მეორე ენის შესწავლის პროცესს. ასევე მოხდება საზოგადოებრივი ჯგუფის საგნების: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება  მთლიანად ქართულ ენაზე სწავლება. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სახელმწიფო ენაზე კომუნიკაციის, სააზროვნო, ასევე  პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათ საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

I.5. სასწავლო წლის კალენდარი სკოლაში

  1. სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტერს. სასწავლო წელს ორ სემესტრად ყოფს ზამთრის არდადეგები.
  2. პირველ კლასში 2020-2021 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2020 წლის 15 სექტემბერი , ხოლო დასრულების თარიღია – 2021 წლის 27 მაისი.
  3. II-XI კლასის მოსწავლეთათვის 2020-2021 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2020 წლის 01 სექტემბერი , ხოლო დასრულების თარიღია – 2021 წლის 15 ივნისი.
  4. XII კლასის მოსწავლეთათვის 2020-2021 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2020 წლის 01 სექტემბერი , ხოლო დასრულების თარიღია – 2021 წლის 20 მაისი.
  5. 5. 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მთავრდება 2020 წლის 29 დეკემბერს. მეორე სემესტრი იწყება 2021 წლის 15 იანვარს;
  6. 2020-2021 სასწავლო წლის არდადეგები და უქმე დღეები:
                                         უქმე  დღეები    
14.10.2020 სვეტიცხოვლობა    
23.11.2020 გიორგობის დღე    
01-02.01.2021 ახალი წლის სადღესასწაულო დღეები
07.01.2021 შობა
03.03.2021 დედის დღე  
08.03.2021 ქალთა საერთაშორისო დღე  
09.04.2021 საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე  
12.05.2021 ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე

 

26.05.2021 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

 

 

  • საშობაო არდადეგები –  30 დეკემბრიდან –  14 იანვრის ჩათვლით;
  • საგაზაფხულო არდადეგები – 08 მარტიდან – 14 მარტის ჩათვლით;
  • სააღდგომო არდადეგები – 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით.
  1. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ:

ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები; ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს;

გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით.

  1. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 40 წუთი;
  2. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.);

ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს.

  1. 12. გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობაა დღის პირველ ნახევარში არის 10 წუთი და დღის მეორე ნახევარში 5 წუთი .

2020-2021 სასწავლო წლის   დღის განრიგი:

გაკვეთილი

 

დაწყება დასრულება

 

დასვენება

 

1 9.00-09.40 10 წთ.
2 09.50-10.30 10 წთ.
3 10.40-11.20 10 წთ.
4 11.30-12.10 10 წთ.
5 12.20-13.00 10 წთ.
6 13.10-13.50 5 წთ
7 13:55-14:35 5 წთ
8 14:40-15:20 5 წთ
9 15:25-16:05 5 წთ
10 16:10-16:50 5 წთ

 

კვების განრიგი

 

 1  13:00 – 14:00
 2  14:00 – 15:00
   
 

 

I.7. მოსწავლეთა რაოდენობა კლასში

კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრულია მაქსიმუმ 18-20 მოსწავლით.

თავი II. სასკოლო სასწავლო გეგმა

II.1. სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულება და  შემადგენელი ნაწილები

  1. სასკოლო სასწავლო გეგმა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას.
  2. სკოლაში სასკოლო სასწავლო გეგმას ამტკიცებს დირექტორი და აცნობს პედაგოგიურ საბჭოს;
  3. 4. სასკოლო სასწავლო გეგმა მტკიცდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე.
  4. სასკოლო სასწავლო გეგმა სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ საათობრივ დატვირთვას, განსაზღვრავს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, გეგმავს სასკოლო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
  5. სკოლის დირექცია დამტკიცებულ სასკოლო სასწავლო გეგმის ძირითად საკითხებს აცნობს მოსწავლეებსა და მშობლებს (კლასის დამრიგებლის საშუალებით) არაუგვიანეს სასწავლო წლის დაწყებიდან პირველი კვირის ბოლომდე და უზრუნველყოფს ამ დოკუმენტის სრული ვერსიის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
  6. სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმას აცნობს ნებისმიერ ახალ მოსწავლესა და მის მშობელს.

II.2. სკოლის მისია და ხედვა;

სკოლის ხედვა:

შევქმნათ ინკლუზიური, მრავალფეროვანი და უსაფრთხო სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს სრულფასოვნად გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი ინდივიდუალური შესაძლებლობები, საგნობრივი კომპეტენციების შესწავლის გზით აიმაღლონ ინტელექტი, ჩამოუყალიბდეთ პატრიოტულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებები და ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები;

სკოლის მისია:

უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვან გარემოში, უზრუნველვყოთ მოსწავლეთა პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; ხელი შევუწყოთ პატრიოტული ცნობიერების, დემოკრატიული ღირებულებების, მოქალქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი, ინტელექტუალურად განვითარებული მოქალაქეების ჩამოყალიბებას და მოვამზადოთ ისინი აქტიური  სამოქალაქო ცხოვრებისათვის.

ძირითადი მიზანებია:

  1. უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა;
  2. აგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება;
  3. სასწავლო პროცესში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება;

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად სკოლა ხელს შეუწყობს მოზარდებში შემდეგი გამჭოლი უნარებისსა და ღირებულებების განვითარებას:

  • ინდივიდუალური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა-განვითარებას;
  • სამოქალაქო და სამართლებრივ აღზრდას, პატრიოტული და დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას;
  • სოციალური უნარების, ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტების მართვისა და კულტურათა შორის დიალოგის განვითარებას;
  • ეთიკური ნორმების დაცვას, ემპათიას, განსხვავებულობის მიმღებლობას;
  • პრობლებმების გადაჭრის, კრიტიკული აზროვნების, კვლევითი უნარების ჩამოუყალიბებას;
  • წიგნიერებას, სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას;
  • მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი პრინციპებისა და მეწარმეობის საფუძვლების უნარების განვითარებას;
  • წავლის სწავლას, დამოუკიდებლად საქმიანობას;

II.3. სასკოლო საათობრივი ბადე;

სასკოლო საათობრივი ბადე განსაზღვრავს საგნის/საგნების წლიური ჯამური საათების რაოდენობას; იგი ასევე მოიცავს თითოეული კლასის ყოველდღიური გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს კვირის რომელ დღეს, რა თანამიმდევრობით და დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება.

სასკოლო საათობრივ ბადეში აღნიშნულია როგორც სავალდებულო და არჩევითი საგნები, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება

დანართი #1 „საათობრივი ბადე“

II.4. საგანმანათლებლო რესურსები

  1. საგანმანათლებლო რესურსები და მათი მართვა
  1. საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:

ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია;

გ) დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები;

დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.).

  1. სკოლა საგანმანათლებლო რესურსების შერჩევას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. 3. სასწავლო პროცესში, სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ვიყენებთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებს, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.
  3. ვუზრუნველვყოფთ სასკოლო სივცეში, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებული საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, აქედან გამომდინარე ს/წლის დასაწყისში შევიმუშავებთ და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ვაცნობთ სკოლაში არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსით სარგებლობის წესებს.

საგანმანათლებლო რესურსით სარგებლობის წესები:

 

საგანმანათლებლო რესურსების ტიპები

 

საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობის წესები შენიშვნა
 

ბიბლიოთეკა/დამხმარე ლიტერატურა

დამხმარე ლიტერატურა განთავსებულია სკოლის ბიბლიოთეკაში და მისით სარგებლობა შეუძლიათ მასწავლებლებს სამუშაო დღის ნებისმიერ თავისუფალ დროს, ასევე მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ 18.00 საათამდე. სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით სარგებლობას უზრუნველყოფს სკოლის ბიბლიოთეკარი, რომელიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აცნობს ბიბლიოთეკაში არსებულ დამხმარე ლიტერატურას და აწარმოებს წიგნებით სარგებლობის პერსონალურ ბარათებს. წიგნის დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში მოითხოვს წიგნის ჩანაცვლებას.
 

საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები/კომპიუტერული ლაბორატორია

საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსებით სარგებლობა შეუძლიათ სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში: მასწავლებლებს – საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის, ასევე სკოლაში ყოფნის თავისუფალ დროს, ხოლო მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ 18.00 საათამდე. საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსებით სარგებლობას უზრუნველყოფს სკოლის ისტ-ს მასწავლებელი. იგი უზრუნველყოფს კომპიუტერულ ლაბორატორიაში მასწავლებელთა მიერ დაგეგმილი ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების ტექნიკურ მხარეებს.
 

სხვადასხვა სახის თვალსაჩინოები (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.);

სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებებს იყენებენ/ქმნიან საგნის მასწავლებლები მოსწავლეთა დახმარებით, ან მათ გარეშე. მასწავლებლები მათი გამოყენებით გეგმავენ გაკვეთილებს, ხოლო საგაკვეთილო დაგეგმვისას უთითებენ მათ დამხმარე სასწავლო რესურსებში. სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებების საგაკვეთილო პროცესში გამოყენებას უზრუნველყოფენ საგნის მასწავლებლები
 

საბუნებისმეტყველო ლაბორატორია

საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გამოიყენება საგაკვეთილო პროცესში საბუნებისმეტყველო საგნების: ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების გაკვეთილების ჩასატარებლად. საბუნებისმეტყველო ლაბორატორიითა და იქ დაცული სასწავლო თვალსაჩინოებებით სარგებლობის უფლება აქვთ სკოლის მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს, მხოლოდ შესაბამისი საგნის მასწავლებლის ზედამხედველობთ.

 

სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, მათ შორის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;

  1. სკოლა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის ქართულ სექტორზე IX-XII კლასებში იყენებს 2012-2013 სასწავლო წელს, ხოლო I-VIII კლასებში 2018-2019, 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წელს   მასწავლებლების მიერ არჩეულ ახალგრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს.
  2. სკოლა სსსმ მოსწავლის არსებობის შემთხვევაში სწავლებას განახორციელებს ნებისმიერი კლასის/დონის გრიფირებული ან ადაპტირებული გრიფირებული სახელმძღვანელოთი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კლასშია ეს მოსწავლე. სსსმ მოსწავლეების სწავლებისას შესაძლებელია გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოსთან ერთად, როგორც ძირითადი საგანმანათლებლო რესურსი, გამოყენებულ იქნეს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებზე მორგებულისხვა საგანმანთლებლო რესურსები/სერვისები.
  3. სკოლა უზრუნველყოფს არჩეული სახელმძღვანელოების სიის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას სასკოლო საზოგადოების წევრებისათვის.
  4. მასწავლებელი სწავლებისას  დამხმარე/დამატებითი მასალის სახით, იყენებს ნებისმიერ სასწავლო მასალას, რომელიც ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას. მისი შინაარსი, დიზაინი ან სხვა რაიმე ნიშანი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ან/და დისკრედიტაციულ  (მათ შორის, ენის, ეროვნების, სქესის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების და სხვა ხასიათის) ელემენტებს.

დანართი #2: გრიფირებული სახელმძღვანელოების ნუსხა და დამატებითი საგანმანათლებლო მასალის ჩამონათვალი“

II.5. მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები;

II.5.1. მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები

მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.

მოსწავლე ფასდება სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).

მოსწავლემ წინასწარ იცის, რა კრიტერიუმებით ფასდება მისი სასწავლო აქტივობა:

  • სკოლაში ს/წლის დასაწყისში საგნის მასწავლებლები/საგნობრივი ჯგუფები შეიმუშავებენ შეფასების კრიტერიუმებს, შეფასების რუბრიკებს და ს/წლის დაწყებისას კლასის დამრიგებლები აღნიშნულ ინფორმაციას აცნობენ საკუთარი კლასის მშობლებსა და მოსწავლეებს.
  • მოსწავლეთათვის ს/წლის დასაწყისშივე საკლასო ოთახში იკვრება საგნების/საგნობრივი ჯგუფების მიერ შემუშავებულ შეფასების კრიტერიუმები/რუბრიკები, ასევე საგნების მიხედვით შემაჯამებელი დავალებების სემესტრული გრაფიკი.
  • შემაჯამებელ დავალებებს თან ერთვის შეფასების რუბრიკები, რომელიც წინასწარ ცნობილია მოსწავლეთათვის.

II.5.2.  განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება

სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.

სკოლაში შემუშავებულია – „შეფასების კომპონენტები, კრიტერიუმები და შეფასების რუბრიკები საგნების მიხედვით“, სადაც წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებზე; შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებსა და ტიპებზე;  ზოგად და კონკრეტულ რუბრიკებზე და ა.შ. ასევე შემუშავებულია „განმავითარებელი შეფასების ფორმები დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე“. განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.

განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა

განმავითარებელი განმსაზღვრელი
მიზნები

 

სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.

მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის დადგენა საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.
ამოცანები ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესის შეფასება;

წინარე ცოდნის/წარმოდგენების დადგენა;

მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარის შეფასება;

მოსწავლის მიერ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარის შეფასება;

ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესის შეფასება;

ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.

ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარის შეფასება;

ცოდნის გამოყენების უნარის შეფასება;

 

ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.

წარმატების კრიტერიუმი განხორციელებული წინსვლა წინარე შედეგებთან/ წინარე დონესთან შედარებით. მიღწევის დონე საგნობრივი სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შედარებით
შემფასებელი და შეფასების ფორმები მასწავლებელი: ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, სიმბოლური ნიშნები და ა.შ..

მოსწავლეები: თვითშეფასებით; ურთიერთშეფასებით.

მასწავლებელი: ქულა (შეიძლება ახლდეს კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზების გამოსასწორებელი მითითებებით).

დანართი #3:  „შეფასების რუბრიკის ნიმუშები საგნების მიხედვით“

დანართი #4: „განმავითარებელი შეფასების ფორმები დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე“

II.5.3. მოსწავლეთა გამსაზღვრელი შეფასების სისტემა

შ.პ.ს. „ახალ ქართულ გიმნაზიაში“  2020-2021 სასწავლო წელს შეფასების სისტემა არის ხუთდონიანი და ათქულიანი. 10 ყველაზე მაღალი  ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს საკუთარი პროგრესი თუ რეგრესი.

ნიშნებისა და სწავლის დონეების შეფასება სასწავლო წლის ბოლოსათვის

ქულები შეფასების  დონეები
10 მაღალი
9
8 საშუალოზე მაღალი
7
6 საშუალო
5
4 საშუალოზე დაბალი
3
2 დაბალი
1

 

I-IV და V კლასის  I სემესტრში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. წლის ბოლოს საგნის მასწავლებლები დაწერენ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასებას, რომელშიც დაახასიათებენ მოსწავლეს, აღნიშნავენ მის წარმატებებს და მიუთითებენ, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

კლასის დამრიგებები, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს დაწერენ შემაჯამებელ წერილობით შეფასებას თითოეულ მოსწავლეზე.

II.5.4. შეფასება V-VI კლასებში

V კლასის მეორე სემესტრში და VI-XII კლასებში საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტში გამოყენებული იქნება განმავითარებელი შეფასება/კომენტარი. V კლასის II სემესტრში, ასევე VI-XII კლასში განმსაზღვრელი შეფასება გამოყენებულ იქნება მხოლოდ შემაჯამებელი დავალების კომპონენტში და მოსწავლე შეფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა – 10.

საგანებში: V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, მათ შორის ჭადრაკი (V-VI კლასებში) და საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“  მოსწავლეები ფასდებიან ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

საგანში „ხაზვა“ მე-5-6-7-8-9 კლასებში  მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემითჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

ყველა არჩევით საგნებში: ხაზვა მე-10 კლასში, ასტრონომია მე-11 კლასში და ქიმიური ტექნოლოგიები მე-12 კლასში,  მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის საერთო ქულის გამოთვლისას.

II.5.5. ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები

  1. ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:
  • საგნის შემაჯამებელი ქულა – სემესტრის/წლის განმავლობაში საგანში შემაჯამებელი დავალებებისას მიღებული შემაჯამებელი კომპონენტის ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
  • საგნის სემესტრული ქულა – შემაჯამებელი დავალებების შედეგად საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში; (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით; გამოთვლის წესი იხ.ქვემოთ);
  • საგნის წლიური ქულა – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში.
  • საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის საერთო შეფასება.
  1. საგნის სემესტრული ქულის შემადგენელი კომპონენტი

სემესტრის მანძილზე V კლასის მე-2 სემესტრიდან, ასევე VI და VII-XII კლასის მოსწავლეები ფასდებიან მხოლოდ შემაჯამებელი დავალების კომპონენტის მიხედვით.

I-IV კლასებში საშინაო დავალებისა და საკლასო სამუშაოს კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.

ასევე I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო დავალებათა კომპონენტებში და II-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებები.

V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე საჭიროების შემთხვევაში (თუ მოსწავლეს სჭირდება გარკვეული უნარებისა და შესაძლებლობებზე ყურადღების გამახვილება) განმავითარებელი შეფასება.

I-IV კლასები და V კლასის პირველი სემესტრი V კლასის მეორე სემესტრი და VI კლასი საბაზო-საშუალო საფეხურები
მიმდინარე საშინაო დავალება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება
მიმდინარე საკლასო დავალება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება
შემაჯამებელი დავალება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

 

3.საშინაო, საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტები

საშინაო დავალების კომპონენტით ფასდება ნებისმიერი ტიპის დავალება (წერითი, ზეპირი, ექსპერიმენტი, ნამუშევარი (მაგ. ნახატი, ესე და სხვ.), რასაც მოსწავლე სახლში ამზადებს. საშინაო და საკლასო დავალებებში განმავითარებელი შეფასება გამოიყენება მაშინ, როცა  მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის   საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე საშინაო და საკლასო დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, სავარჯიშოების შესრულება, ექსპერიმენტი, დისკუსია და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულ მასწავლებელი საგაკვეთილო აქტივობების დაგეგმვისას წინასწარ შეიმუშავებს შესაბამისი აქტივობის ინდივიდუალური შეფასების სქემებს, რომლებსაც მოგვიანებით განათავსებს საკუთარ პორტფოლიოში.

სასკოლო სასწავლო გეგმას, დანართის სახით, თან ერთვის შეფასების რუბრიკების ნიმუშები, თუმცა ნიმუშები მოცემულია მაგალითის სახით, თითოეულმა მასწავლებელმა საკუთარი და კლასის მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია თვითონ შეიმუშაოს ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა.

შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები.

  1. შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის  (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი)  შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას  მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარები.

დანართი #5  შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა კლასების მიხედვით

  1. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი

შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი: მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს  კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი  დავალება, გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება აღდგენითი  შემაჯამებელი  დავალება, რომელიც  შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალური ან ჯგუფური გრაფიკის მიხედვით, გაკვეთილების შემდეგ.

შემაჯამებელი დავალების აღდგენა მოხდება სემესტრის დასრულებამდე ან მობილობის შემთხვევაში, სკოლის მიერ ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.

სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებელად აუცილებელია შემაჯამებელი დავალების კომპონენტში კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები.

II.5.6. ქულების გამოანგარიშების წესი

  1. საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში შემაჯამებელ დავალებების კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა შემაჯამებელი დავალებების რაოდენობაზე;

ბ) მიღებული ქულა დამრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);

გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად შესრულებული შემაჯამებელი დავალებებში მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა სემესტრის მანძილზე დაგეგმილი შესასრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.

დ) თუ სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადასვლისას აღმოჩნდება, რომ მიმღებ სკოლაში რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, მიმღები სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე მიმღებ სკოლაში მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით;

  1. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი გაიყოფა ორზე;

ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;

გ) თუ მოსწავლეს,  სკოლიდან სკოლაში  სემეტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო,  მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება).  ამასთან, მიმღებმა სკოლამ უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;

დ) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ სკოლაში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად – გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა – გერმანული ენის წლიურ ქულად).

  1. საფეხურის საერთო  ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;

ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).

გ) დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.

  1. კლასისა და საფეხურის დაძლევა
  2. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში – სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
  3. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას  საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  4. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს  მას საბაზო განათლების ატესტატის  აღების ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
  5. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს  საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.

II.5.7. შეფასება და გაცდენები

  1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გაცდენები. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას.
  2. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. აღნიშნული არ ვრცელდება კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ში არ იანგარიშება ის გაცდენილი დღე/დღეები, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.
  3. სკოლა შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
  4. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე, საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.

II.5.8. გამოცდის ტიპები

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 2020-2021 სასწავლო წელს სკოლაში  შესაძლებელია ჩატარდეს  შემდეგი ტიპის გამოცდები:

  • სემესტრული გამოცდა;
  • საშემოდგომო გამოცდა;
  • ექსტერნატის გამოცდა;
  1. სემესტრული გამოცდა
  2. სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.
  3. სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული.
  4. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლა მიიღებს შესაბამის ზომებს გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
  5. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ნიშანი გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
  6. სემესტრული გამოცდა ტარდება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში.
  7. საშემოდგომო გამოცდა
  8. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა იქნება 5,0-ზე ნაკლები, სკოლა დაუნიშნავს საშემოდგომო გამოცდას ამ საგანში;
  9. საშემოდგომო გამოცდამდე 2 კვირით ადრე სკოლა კონსულტაციებს გაუწევს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ დაენიშნებათ აღნიშნული ტიპის გამოცდა;
  10. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას მიიღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა);
  11. სკოლა საშემოდგომო გამოცდებს ჩაატარებს წერილობით, კომპლექსური კონტენტის მქონე დავალებების ფორმით;
  12. საშემოდგომო გამოცდა ჩატარდება სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა, ან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
  13. ექსტერნატის ფორმით გამოცდა
  14. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;
  15. ექსტერნატის გამოცდას აბარებენ ის პირები, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს („წინმსწრები“);
  16. ექსტერნის გამოცდას აბარებენ ასევე, ის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო/საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის გათვალისწინებული საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.

II.5.9. მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება

  1. შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. წარჩინებულ მოსწავლეებს ს/წლის ბოლოს წახალისების მიზნით, სკოლა გადასცემს წარჩინებული სწავლის სერთიფიკატს.
  2. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
  3. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
  4. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური.
  5. პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.
  6. ზემოთ აღნიშნული მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანების საფუძველზე, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით.

II.5.10. შინ სწავლება

  1. სკოლა საჭიროების შემთხვევაში შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანს იმ მოსწავლეს/ებს, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი გახდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.
  2. მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
  3. სკოლა აღნიშნული საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს განრიგს, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი/მასწავლებლები განახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს, ან განახორციელებს დისტანციურ სწავლებას (ინტერნეტისა და ვიდეოკონფერენციების) ფორმების გამოყენებით.
  4. მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ 1 გაკვეთილის ჩატარებას.
  5. მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შემაჯამებელი დავალებების ჩატარებაზე/აღდგენაზე მოსწავლისთვის ხელშეწყობას.
  6. მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების შეფასებისას მასწავლებელი  გაითვალისწინებს მოსწავლის ფიზიკური მდგომარეობას.

II.5.11. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების სკოლის სტატისტიკური ანალიზი.

  1. სკოლაში სემესტრისა და წლის ბოლოს, VI-XII კლასებში, ივსება ელექტრონული ჟურნალი, სადაც აისახება კლასების მიხედვით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში მოსწავლეთა სემესტრული და წლიური ქულები.
  2. ელექტრონულ ჟურნალზე დაყრდნობით დგება მოსწავლეთა რეიტინგები (მოსწავლის სემესტრული/წლიური საერთო ქულა). აღნიშნულ მონაცემებს სემესტრისა და წლის ბოლოს კლასის ხელმძღვანელები ინდივიდუალურად აცნობენ მოსწავლეებსა და მშობლებს;
  3. მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე, სემესტრისა და ს/წლის ბოლოს დგება სკოლის საგნობრივი დინამიკა. საგნობრივი დინამიკის ანალიზით მიღებული  შედეგი გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად.
  4. პირველი სემესტრის აკადემიური შედეგების ანალიზის საფუძველზე, ის მოსწავლეები, რომლებიც რიგ საგნებში ვერ მიიღებენ საგნის დაძლევის მინიმალურ ბარიერს (5.0), ან შეფასდებიან საშუალო დონის (5-6) ქულებით, მეორე სემესტრის განმავლობაში შესაბამის საგნებში  ჩაუტარდებათ დამატებითი მეცადინეობები (აღნიშნულ ინფორმაციას საგნის მასწავლებლები ასახავენ საკუთარ პორტფოლიოში).
  5. პედაგოგები, სემესტრისა და ს/ წლის ბოლოს დირექციას წარუდგენენ მათ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ნიმუშებს, თავისი შეფასების რუბრიკებით, და  ანალიზს.

II.5.12. მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და სკოლაში გამოცხადების შესახებ მშობლის ინფორმირება;

კლასის დამრიგებელი,  თვეში ერთხელ,  მოსწავლის აკადემიური მიღწევების, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ ინფორმაციას აგროვებს  და აწვდის მშობლებს  სხვადასხვა ფორმით. 

  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ონლაინ ჩართვა;
  • Sms შეტყობინება;
  • ელექტრონული ფოსტით შეტყობინება;
  • ინდივიდუალური შეხვედრა.

დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.

საჭიროების შემთხვევაში, თუ კი მოსწავლეს  ექმნება მიმდინარე პრობლემა, დამრიგებელი დაუყოვნებლივ აცნობებს მშობელს საკუთარი შვილის შესახებ ინფორმაციას.

II.6. როვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;

ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე სკოლა 2020-2021 ს/წელს სთავაზობს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო  მომსახურებას, რომლზე დასწრებაც აუცილებელია კონკრეტული კლასის ყველა მოსწავლისათვის:

  1. ინგლისური ენა I კლასში I სემესტრის განმავლობაში;
  2. რუსული ენა – I-IV კლასებში;
  3. ხაზვა – V-IX კლასებში;
  4. ჭადრაკი – I-VI კლასებში.

თითოეული კლასისათვის შედგენილია საგნობრივი პროგრამები, სადაც გაწერილია ის ცოდნა და უნარები, რომელიც  თითოეული დონისათვის გათვალისწინებული არის ეროვნული სასწავლო გეგმით.

ინგლისური ენა I კლასში, ჭადრაკი I-IVკლასებში და რუსული ენა I-IV  კლასებში,  სემესტრისა და წლის ბოლოს მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი შეფასების საფუძველზე. ხოლო საგნებში: ხაზვა V-IX  და ჭადრაკი  V-VI კლასებში  სემესტრისა და წლის ბოლოს მოსწავლეები ფასდებიან ჩათვლის საფუძველზე: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

დანართი # 6: ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;

II.7. როვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;

2020-2021  ს/წელს სკოლა I-IV კლასებში სთავაზობს დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შემდეგი სახის ესგ-ით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

 

ა) ცეკვა – I-IV კლასებში;

ბ) მეტყველება – I-IV კლასებში;

გ) ხატვა – I-IV კლასებში;

დ) მედიაწიგნიერება II-VI კლასებში;

თითოეულ დისციპლინაში და შეთავაზებულ მომსახურებაში შედგენილია საგნობრივი პროგრამები. საგნებში: ცეკვა, მეტყველება, მედიაწიგნიერება და ხატვა – სემესტრისა და წლის ბოლოს მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი შეფასების საფუძველზე.

დანართი #7: ეროვნული სასწავლო გეგმით  გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების  ჩამონათველი და აღწერილობა.

II.8. ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება გულისხმობს თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება.

II.8.1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე 

  1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.
  2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

გ) სწავლის უნარის დარღევა;

დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);

ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;

ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

ი) ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში.

  1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის საჭიროება. ადაპტაციის სახეებია: მოდიფიკაცია, აკომოდაცია, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ალტერნატიული სასწავლო მიზნები, ალტერნატიული სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა.
  2. სსსმ მოსწავლისთვის სკოლა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაციას, სასწავლო გარემოს აკომოდაციას და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავებას.
  3. მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისებრივ ცვლილებებს, რაც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების რაოდენობრივ შემცირებას, გამარტივებას მოსწავლის მზაობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
  4. სასწავლო გარემოს აკომოდაცია ნიშნავს სასწავლო გარემოს ისეთი ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შექმნას ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებში:

ა) ინსტრუქციის აკომოდაცია;

ბ) გარემო პირობების აკომოდაცია;

გ) შეფასების აკომოდაცია;

დ) დროის, გრაფიკის აკომოდაცია.

  1. ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება ხდება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, თუ შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება. მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის აუცილებელია ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ალტერნატიული მიზნების შეტანა, როგორიცაა ყოველდღიური სასიცოცხლო ფუნქციური უნარ-ჩვევების გამომუშავება.

II.8.2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

  1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა.
  2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ასახავს შესაბამისი კლასის დამთავრებისთვის მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს, მათ მისაღწევად განსაზღვრულ სწავლების სტრატეგიასა და დამატებით საშუალებებს/ღონისძიებებს, შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად გასატარებელ ზომებს.
  3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
  4. სკოლა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო უკვე იდენტიფიცირებული სსსმ მოსწავლეებისთვის – ორი კვირის ვადაში ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
  5. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
  6. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა განისაზღვროს:

ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;

ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;

გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;

დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: საგნის მასწავლებელი, მშობელი და/ან ფსიქოლოგი საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტი;

ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი რესურსი (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო სხვა საგანმანათლებლო/განმავითარებელი რესურსი) და რესურსით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მათ შორის, მშობელიც;

ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსები.

  1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბავშვის კოგნიტური, აკადემიური, საგნობრივი კომპეტენციების, ინტერესების, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების შესახებ, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

II.8.3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი ისგ ჯგუფი

  1. სკოლის დირექტორის ბრძანებით თითოეული სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას. ისგ-ს ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.
  2. სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:

ა) სსსმ მოსწავლის კლასის დამრიგებელი;

ბ) საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს;

გ) სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები;

დ) სსსმ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი.

  1. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.
  2. ისგ ჯგუფი იკრიბება, სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ; ისგ ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ სსსმ მოსწავლის მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს, მის სასწავლო შედეგებს, გამოწვევებს, გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებას, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროებას და აუცილებელ რესურსებს.
  3. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე ფსიქოლოგი/კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.
  4. სასწავლო წლის დასასრულს, ისგ ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი აფასებს შესაბამის საგანში სსსმ მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო შედეგებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშს წარუდგენს დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს

II.8.4. სსსმ მოსწავლის  აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები

  1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.
  2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.
  3. მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:

ა) სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.

ბ) სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე.

  1. საბაზო/საშუალო საფეხურის სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30 % და მეტი გაცდენის შემთხვევაში, ის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, ექსტერნატის ფორმით აბარებს გამოცდას.

II.8.5. სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება

  1. იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.
  2. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
  3. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად იქნება მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სკოლა დაადგენს განრიგს, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ განსაზღვრული საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგი განახორციელებს სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი სკოლის მიერ შერჩეული ფორმატით.
  4. შინ სწავლების პროცესში ჩართული იქნება სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.
  5. შინ სწავლების პროცესში შესაძლებელის გამოყენებულ იქნეს ინტერნეტი და ვიდეოკონფერენციები.
  6. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისათვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა ფიზიკური აღზრდისა (სპორტი)) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით ჩატარებას.

იმისათვის, რომ  სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ (სსსმ)  სკოლაში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს:

  • სკოლა ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის მიმართულების განსაზღვრას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას.
  • სკოლის კიბეებზე გაკეთებული პანდუსი, რომლის საშუალებითაც ისინი იოლად შეძლებენ გადაადგილებას და ურთიერთობას თანატოლებთან;
  • სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად, იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
  • მასწავლებელს, მულტიდისციპლინურ გუნდთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ, შეეძლება სსსმ მოსწავლეს შეუცვალოს გაკვეთილები ან შეუმციროს რაოდენობა.
  • მასწავლებელს შეეძლება საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს ალტერნატიული აქტივობები;
  • ცოდნის ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობა, შეაფასოს ინდივიდუალური მიღწევების მიხედვით;
  • სკოლა წაახალისებს მოსწავლეს, ზოგჯერ უბიძგებს კიდეც, გახდეს დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს მისთვის იქნება შესაძლებელი;
  • სკოლა ჩამოუყალიბებს მოსწავლეს სხვადასხვა უნარს (კითხვის, წერისა და აზროვნების უნარები, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის საჭირო);
  • ვიზუალური გზით სწავლებისას გამოყენებული იქნება ნახატმანიპულაციები, (მათემატიკის) დიაგრამები, ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, ვიდეოები, ფორმატები, სლაიდები და სხვა თვალსაჩინოებები;
  • გამოყენებული იქნება სხვადასხვა თამაში სოციალური განვითარებისთვის;
  • ექნებათ კომპიუტერის გამოყენების საშუალება;
  • სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სსსმ მოსწავლის მშობელი.

ამჟამად,  სკოლას არ ჰყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. თუმცა სსსმ მოსწავლის ჩარიცხვის შემთხვევაში სკოლა მზაობას აცხადებს ყველა პირობა შეუქმნას სწავლისათვის.

დანართი #8: მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმის ნიმუში

II.9. სავალდებულო და არჩევითი საგნები

საგნების დაჯგუფების მთავარი პრინციპები

  1. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები:

ა) სახელმწიფო ენა;

ბ) მათემატიკა; 

გ) უცხოური ენები;

დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;

ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ვ) ტექნოლოგიები;

ზ) ესთეტიკური აღზრდა;

თ) სპორტი.

  • სახელმწიფო ენა
  1. სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა (ისწავლება I-XII კლასებში);

ბ) ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის (ისწავლება  I-IX კლასებში).

  • მათემატიკა
  1. მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი მათემატიკა (ისწავლება I-XII კლასებში).
  2. მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება. მათემატიკის სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში.
  3. ხაზვა ისწავლება V-IX კლასებში ძირითად , ხოლო X კლასში არჩევით საგნად.
  4. ლოგიკა ისწავლება – XII კლასებში.

უცხოური ენები

  1. უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) პირველი უცხოური ენა – ინგლისური ენა  (ისწავლება I-XII კლასებში);

ბ) მეორე უცხოური ენა – რუსული ენა (ისწავლება ქართული სექტორის  I– XII კლასებში,)

გ) მეორე უცხოური ენა – გერმანული ენა (ისწავლება ქართული სექტორის V-XII კლასებში)

  1. პირველი კლასის მე-2 სემესტრიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება.
  2. პირველი უცხოური ენის, ასევე მეორე უცხოური ენის (სამინისტროსთან შეთანხმებით) სწავლება იწყება ქართული სექტორის პირველი კლასიდან, ხოლო რუსული სექტორის კლასები სწავლობენ პირველ უცხო ენას – ინგლისურს.
  3. უცხოური ენების სწავლებამ მოსწავლეს უნდა განუვითაროს სახელმწიფო ენასთან ერთად სულ მცირე ორ ენაზე კომუნიკაციის უნარი.
  4. უცხოური ენების საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია უცხოურ ენაზე/ენებზე. ყველა სხვა საგნობრივი ჯგუფის მსგავსად, ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარებას.

საზოგადოებრივი მეცნიერებები

  1. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);

ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);

გ) საქართველოს და მსოფლიო ისტორია (ისწავლება VII-XII კლასებში);

გ) გეოგრაფია (ისწავლება VII-VIII კლასებში);

დ) საქართველოს გეოგრაფია (ისწავლება IX კლასში);

ე) მსოფლიოს გეოგრაფია (ისწავლება X კლასში);

ვ) გლობალური პრობლემების გეოგრაფია (ისწავლება XI კლასში);

ზ) მოქალაქეობა (ისწავლება VII- VIII კლასებში);

თ) სამოქალაქო განათლება (ისწავლება IX -X კლასებში);

ი) სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (ისწავლება XII კლასში).

  1. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას; მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია მშობლიური გარემოს შესახებ; დაეხმაროს მას, განსაზღვროს მშობლიური ქვეყნის ადგილი მსოფლიო ისტორიულ და გეოგრაფიულ პროცესებში; ჩამოაყალიბოს იგი პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად. ამასთან, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების გამომუშავებისთვის.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);

გ) ბიოლოგია (ისწავლება VII-XI კლასებში);

დ) ფიზიკა (ისწავლება VII-XI კლასებში);

ე)  ქიმია (ისწავლებაVIII-XI კლასებში);

ვ) ასტრონომია (ისწავლება არჩევით საგნად XI კლასში)

  • საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია, აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს შეიცნოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

ტექნოლოგიები

  1. ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) (ისწავლება I, V-VI და VII-VIII კლასებში);
  2. ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას; დაეხმაროს მათ სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლებაში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით.

ესთეტიკური აღზრდა

  1. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (ისწავლება I-IX კლასებში);

) მუსიკა (ისწავლება I-IX კლასებში,) ;

გ) ქიმიური ტექნოლოგიები (არჩევითი საგანი ისწავლება XII კლასის პირველ სემესტრის განმავლობაში);

  1. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს ხელოვნების ნიმუშების აღქმის, შეფასებისა და შექმნის უნარები; დაეხმაროს მათ ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარებაში.

სპორტი

  1. სპორტის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი ფიზიკური აღზრდა და სპორტი. ისწავლება: ფიზიკური აღზრდა და ჭადრაკი I-VI კლასებში,  ხოლო VII- XII კლასებში ფიზიკური აღზრდა და სპორტი.
  2. სპორტის საგნობრივი ჯგუფის მიზანია, ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოს ხელი მის ფიზიკურ განვითარებას, ასევე, მოსწავლემ გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.
  3. სსსმ მოსწავლეები (კერძოდ, ფიზიკური პრობლემების მქონე: ეტლით მოსარგებლე, გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე, მხედველობისა და სმენის დარღვევის მქონე და სხვ.) სპორტის გაკვეთილებსა და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობენ მათთვის შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად.
  4. აღნიშნულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის არჩევითი საგანი – ჭადრაკი;

არჩევითი საგნები

არჩევითი საგნების სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება და მათი გამოცდილების გამდიდრება.

  1. მიმდინარე ს/წელს არჩეულ იქნა შემდეგი საგნები:

ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ორი სემესტრი

1.  ხაზვა 1 2 X
2.  ასტრონომია 1 2 XI

ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი

3. ქიმიური ტექნოლოგიები 1 1 XII
  1. X-XII კლასებში მოსწავლემ უნდა ისწავლოს არჩევითი საგნები 5 სემესტრის განმავლობაში.
  2. XII კლასის მეორე სემესტრში არჩევითი საგნები არ ისწავლება.

 

II.10. სადამრიგებლო პროგრამა

II.10.1. სადამრიგებლო პროგრამის ძირითადი მიზნები და ამოცანები:

სადამრიგებლო პროგრამა ხელს უწყობს სკოლის საერთო კულტურის ჩამოყალიბებას. სადამრიგებლო პროგრამის განხორციელება, სხვა სასწავლო დისციპლინებთან ინტეგრაციაში  ხელს შეუწყობს სკოლაში შემდეგი პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას:

ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.

ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას;

გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას;

დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; 

ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას;

ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას;

ზ) გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის;

თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას;

ი) სამეწარმეო უნარების განვითარებას და ინიციატივების წახალისებას;

 

II.10.2. კლასის დამრიგებლის მოვალეობები:

სკოლაში ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი. დამრიგებელი არის არის ამავე სკოლის მასწავლებელი.

დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა ემყარება შემდეგ პრინციპებს:

  1. სრულფასოვანი აღზრდა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების

ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;

  1. მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა – დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
  2. მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება – დამრიგებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;
  3. თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.

დამრიგებელს ევალება:

  • სკოლის დაწყების დღეს ყველა მოსწავლეს გააცნოს სკოლაში მოქმედი საერთო სანიტარულ-ჰიგიენური წესები, ამ მიზნით პერიოდულად დაგეგმოს საინფორმაციო შეხვედრები, თვალყური ადევდნოს საკუთარი კლასისა და მოსწავლეების საერთო საკლასო ჰიგიენას. ასევე ანალოგიური საინფორმაციო შეხვედრები (ონლაინ) უნდა გამართოს მშობლებთანაც.
  • გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
  • დაწყებით საფეხურზე I-IV კლასებში ჩაატაროს სადამრიგებლო საათი კვირაში ერთხელ, V-VI კლასებში არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე – არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე I-IV კლასებში), გარემოსდავითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.
  • დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
  • იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
  • რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
  • მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.
  • საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.

II.10.3.  სადამრიგებლო საათი.

სადამრიგებლო  საათი  ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ და პიროვნულ განვითარებას,  აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.

დამრიგებლები, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, წინასწარ დაგეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს.

დამრიგებლის კლასთან მუშაობა წარიმართება შემდეგი ფორმით:

  • საუბრები მოსწავლეებთან;
  • დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით;
  • ვიქტორინების, ღონისძიებების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება;
  • ცნობილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა;
  • შეხვედრები სკოლის ფსიქოლოგთან;
  • მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან აქტიური თანამშრომლობა და ა.შ.

II.10.4. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა

IX და XI კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი კლასის დამრიგებელი, რომელიც ს/წლის დასაწყისში შეიმუშავებს  პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში, გაკვეთილებისა და სხვა აქტივობების ჩატარების განრიგსა და პროგრამას: 8 გაკვეთილი – IX კლასში; 4 გაკვეთილი – XI კლასში.

დანართი #9: დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამა

დანართი #10: პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა IX-XI კლასებში

თავი III.  სასკოლო სასწავლო გეგმის სასკოლო საზოგადოების წევრებისათვის გაცნობის წესები.

  1. პედაგოგები სასკოლო სასწავლო გეგმის პროექტს ეცნობიან ს/წლის დაწყებამდე და შეაქვთ შესწორებები და დამატებები, საჭიროების შემთხვევაში და წინადადებებს და რეკომენდაციებს აწვდიან დირექციას, შემდგომ დაზუსტებულ და დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს სკოლის დირექცია აცნობს სასკოლო საზოგადოების საერთო კრებას
  2. მოსწავლეებსა და მშობლებს დამრიგებლები სასკოლო სასწავლო გეგმას აცნობენ პირველივე მშობელთა კრებებზე, არაუგვიანეს სასწავლო წლის დაწყებიდან პირველი კვირის ბოლომდე. ამავე დროს ისინი ეცნობიან სკოლის შეფასების სისტემაში შესულ ცვლილებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შეფასების კრიტერიუმებს, შემაჯამებელი დავალებების რაოდენობებს, მათი აღდგენის ვადებს და სხვა სკოლისათვის აუცილებელ საკითხებს.
  3. სკოლის დირექცია სასკოლო სასწავლო გეგმას აცნობს ნებისმიერ ახალ მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
  4. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს სასკოლო სასწავლო გეგმის ხელმისაწვდომობას, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.