12 აპრილს მედია წიგნიერების კამპანიის ფარგლებში “ახალი ქართული გიმნაზიის” მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგს, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს,  GIPA-ს პედაგოგებისა და ცნობილი ჟურნალისტების, მედია ექსპერტების დახმარებით. ტრენინგზე მოსწავლეებს გააცნეს კომუნიკაციისა და მედია წიგნიერების საკითხები, კერძოდ, რა არის ცრუ ინფორმაცა, როგორ და რა მიზნით ვრცელდება  და როგორ გავაანალიზოთ და გავარჩიოთ ფაქტები ცრუ ინფორმაციისაგან. ტრენინგის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა თამამად გამოთქვეს საკუთარი აზრები.30118672_1693657274004201_864737285_n30184579_1693772597326002_1912403301_n30121034_1693712807331981_547922490_n30185435_1693657414004187_1509675737_n