“ახალი ქართული გიმნაზიის” ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლისათვის დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია ქართულ და რუსულ სექტორზე.( წლიური გადასახადი 2000 ლარი,+350 ლარი ერთჯერადი კვება).
სურვილის შემთხვევაში ორგანიზებას გავუწევთ ტრანსპორტით მომსახურებას.
პირველ კლასში რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ ვისაც 6 წელი უსრულდება 2018 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით. ჩარიცხვა ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე.სწავლა მიმდინარეობს -9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მშობელმა მოსწავლის პირველ კლასში რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს, შემდეგი დოკუმენტები:
• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
• დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ჩაბეჭდილი პირადი ნომრით);
• ერთი ფოტო სურათი 3X4 (ფერადი);
• ჯანმრთელობის ცნობა;
• მშობელთა/მეურვის პირადობის მოწმობის ასლები;
• მეურვის შემთხვევაში, მეურვეობის დამადასტურებელი ნოტარიული ასლი;

საბუთების მიღება იწარმოებს შპს “ახალი ქართული გიმნაზიის“ კანცელარიაში 1300 საათიდან 1700 საათამდე (შაბათ კვირის გარდა) ადმინისტრაციის საკონტაქტო ტელეფონები: 832 265-26-67, 593 32-78-99, 591 41- 51 -70, 5 77-33-96-31.28235986_1729830790411733_1258282748_n