მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეებსა და მშობლებს  “ახალ ქართულ გიმნაზიაში” საინტერესი სიახლეები და განახლებული გარემო  დახვდათ. გადახალისდა და დაწყებით საფეხურზე  ცვლილებები განიცადა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ, დაიხვეწა საგნობრივი პროგრამები სასწავლო საგნებში, გადაიხედა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მეთოდიკა და სასწავლო რესურსები. მიმდინარე სასწავლო წელს სკოლა გეგმავს აქტიურად გამოიყენოს სხვადასხვა ელექტრონული რესურსები, ისტ. და სხვა ტექნოლოგიები, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში. ამ მიმართულებით თითოეული საკლასო ოთახი აღიჭურვა ინტერნეტსისტემით, რაც ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება საკლასო ოთახში თანამედროვე, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რაც ხელს შეუწყობს სწავლის ეფექტურობას. 42410894_2191773944404469_5683506750800527360_n42723458_2182200465186907_1190873562211155968_n42435048_2191773861071144_5784370424204754944_n42486083_2191774231071107_1124803698044698624_n