გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციის დღის აღსანიშნავად  24 ოქტომბერს   სკოლაში აღინიშნა  “გაეროს დღე”. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ამ დღესთან დაკავშირებით ჩაატარა ლაქცია-სემინარები თემაზე: “გაერო და მდგრადი განვითარება”. სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს გაეროს შექმნის ისტორია და თანამედროვე გამოწვევები, გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებს, ხოლო დღის მეორე ნახევარში სპეციალური მოწვევით იმყოფებოდნენ გაერთიანებული ერების საქართველოს ოფისში, სადაც ასევე შეხვდნენ ამ ოგრანიზაციის თანამშრომლებს და მათთან ერთად გაეცნენ გაეროს პროგრამებს საქართველოში.2444672367_568589253592361_8571217609855336448_n