შობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:
– ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
– ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
– სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
-უზრუნველყავით ბავშვები ყველა საჭირო სასკოლო ინვენტარით (სახელმძღვანელოები,რვეულები,პასტა,ფანქარი სახაზავი… ერთი შეკვრა A4 ფორმატის ქაღალდი, 1 ბაინდერი + ფაილები);
-გააკონტროლეთ ყოველ დილით რათა თქვენმა შვილებმა იქონიონ სველი და მშრალი სალფეტკები,პირადი ჰიგიენისთვის და საკუთარი წყლის მარკირებული ბოთლი და სასწავლო ნივთები;
– დამრიგებელს მიეცით მინიმუმ 2 მობილურის ნომერი, საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ დასაკავშირებლად
–მოსწავლეების სკოლაში მიღება იწყება 08:35 წუთიდან -08:55 წუთამდე. 09:00 საათზე ირეკება ზარი და იწყება გაკვეთილი. დაგვიანებული მოსწავლეები პირველ გაკვეთილზე არ დაიშვებიან;
-ყველა მშობელს ეცოდინება გაკვეთილების დამთავრების დრო და დაელოდება სკოლის ეზოში;
– საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის სკოლიდან გაყვანის შემთხვევაში, მშობელი ურეკავს დამრიგებელს და მოსწავლეს გამოუშვებენ სკოლიდან დათქმულ დროს;
-მშობლის სკოლის ტერიტორიაზე შემოსვლა შვილის დალოდების მიზნით კატეგორიულად აკრძალულია.
-ყველა თქვენთვის საინტერესო საკითხზე მიმართეთ დამრიგებლებს.
-დამრიგებლები მშობლებთან შეხვედრებს გამართავენ დისტანციურად.
– ნებისმიერი მიზეზით მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ უნდა ეცნობოს დამრიგებელს გაკვეთილების დაწყებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ვერ დაგიკავშირდით უნდა შევატყობინოთ 112-ს.