ახალი რეგულაციების თანახმად ჩამოყალიბდა მოსწავლეთა ვალდებულებები, რომელსაც აქვე გაგაცნობთ. 

  მოსწავლე ვალდებულია:

-გამოცხადდეს სკოლაში ზარის დარეკვამდე (09:00 სთ)  მინიმუმ  15 წუთით ადრე( 08:45).

– მოსწავლის სამოსი შესაბამისობაში  იყოს გიმნაზიის მოთხოვნებთან.

-ყოველდღიურად  ატაროს სასწავლო ნივთები სრულად.

– I-IV კლასებში სასწავლო კვირის მანძილზე ჩანთას არ ატარებენ (მიაქვთ მხოლოდ პარასკევს საჭიროების შემთხვევაში).

-ატაროს  საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლი.

-მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება.

– ქონდეს სველი და მშრალი სალფეტკები, პირადი ჰიგიენისთვის.

–  დაიცვას ჰიგიენის წესები;

– დაიმუშავოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა; 

– დაიბანოს  ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას; 

– დახველებისა და დაცემინების დროს მიიფაროს  სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;

 – მოერიდოს ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას; 

– სწავლების პერიოდში უზრუნველყოს  თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;

 – არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები; 

– ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართოს ექიმს. 

–  კლასში გაკვეთილის დროს არ გადაადგილოს  მერხები ( მოსწავლეებს  შორის მანძილი 1 მეტრია);

– დასვენებებზე,  დერეფნებში და სასადილოში დაიცავას  1 მეტრიანი დისტანცია, დაემორჩილოს  მორიგე მასწავლებლების მითითებებს;

– დასვენებაზე დერეფანში სირბილი აკრძალულია.

73504893_1311936768968703_4459258363531755520_n