კალენდარი

აგვისტო 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ნოე    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

არქივი

წამოგვყევით ფეისბუქზე

სასარგებლო ბმულები

მათემატიკური შეჯიბრი

მათემატიკის წრის “ევრიკას” ხელმძღვანელის – თამარ ბერულავას ინიციატივით, 8 დეკემბერს  სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა მათემატიკური შეჯიბრი. შეჯიბრის პროცესში მე-7 კლასის გუნდი პასუხობდა მე-8 კლასის მიერ მოფიქრებულ შეკითხვებს. გამარჯვება მოიპოვა მე-7 კლასის გუნდმა.

ნ. ბარათაშვილის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ლიტერატურული კლუბის “წერო-სკოლაში” ინიციატივითა და მისი ხელმძღვანელის იზა ბერიშვილის ხელმძღვანელობით, 4 ნოემბერს სკოლაში ჩატარდა სასწავლო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლისთავს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა. მათ წარმოადგინეს სხვადასხვა თემები:… სრულად »

ეროვნული ოლიპიადების პირველი ტური დაიწყო

18 ნოემბრიდან სკოლაში დაიწყო ეროვნული ოლიმპიადების პირველი ტური. სხვადასხვა საგნებში დარეგისტრირდა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 15 მოსწავლე. ვუსურვებთ მათ წარმატებებს.

აქცია – “გავუფრთხილდეთ გარემოს”

20 ნოემბერს, მე-4/ა კლასის დამრიგებლის იზა ბერიშვილის ხელძღვანელობით სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა თემში ჩაატარეს აქცია “გავუფრთხილდეთ გარემოს”, რომელსაც ჩვენი პატრულის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

სტუმარი – გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, გიორგი ტუმასიანი  17 ნოემბერს ვიზიტით ეწვია  “ახალ ქართულ გიმნაზიას” და შეხვედრა გამართა სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან. ახალგაზრდობის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს გააცნო თავისი მანდატი და პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები,… სრულად »

“ვეფხისტყაოსნის” სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი

2 ნოემბერს სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწაავლეთათვის ჩატარდა “ვეფხისტყაოსნის” სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი. ჩემპიონატი ჩაატარა ლევან გელაშვილმა – თამაშის ავტორმა. მან გამარჯვებულ 3 გუნდს გადასცა მაისურები და ვეფხისტყაოსნის სათამაშო ფაზლი.